01.ივნისი .2020 13:17

“ლილო მოლის” მესაკუთრეებმა “ქართულ ოცნებას” 435,000 ლარი შესწირეს

views 3517
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა 2020 წლის მაისის პოლიტიკური შემოწირულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში პარტია “ქართულმა ოცნებამ” დონაციების სახით 1,090,000 ლარი მიიღო. მათ შორის პარტიის უმსხვილესი შემომწირველები შპს “ლილო მოლის” მესაკუთრეები იყვნენ. მათ “ოცნების” სასარგებლოდ 435,000 ლარი გადარიცხეს.

შპს "ლილო მოლის" მესაკუთრეებისა და მენეჯმენტის შემოწირულობები:

1 თენგიზ გავაშელი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11%;
2 დავით კაპანაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 3.76%;
3 გია ანდღულაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 14.285%;
4 ლევან გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 1%;
5 გიორგი გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11.285%;
6 ვაჟა უსანეთაშვილი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 13.285%;
7 გიორგი კვარაცხელია - 20,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” დირექტორი.
8 დავით გაგუა - 55,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

"ქართული ოცნების" სასარგებლოდ 25,000-25,000 ლარის შემოწირულობები განახორციელეს “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” თანადამფუძნებლებმა ზაალ და დავით დუგლაძემაც.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 186,545 ლარის დონაცია; პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” - 101,000 ლარის დონაცია, “ევროპულმა საქართველომ” კი 7,200 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამ უკანასკნელის ერთადერთი შემომწირველი დეპუტატი ოთარ კახიძე იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა