სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა 2021 წლის მარტის პოლიტიკური შემოწირულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში პარტია “ქართულმა ოცნებამ” დონაციების სახით 2,207,400 ლარი მიიღო. მათ შორის პარტიის უმსხვილესი შემომწირველები შპს “ლილო მოლის” მესაკუთრეები და მენეჯმენტის წევრები იყვნენ. მათ “ოცნების” სასარგებლოდ 550,000 ლარი გადარიცხეს.
შპს "ლილო მოლის" მესაკუთრეებისა და მენეჯმენტის შემოწირულობები:
1 თენგიზ გავაშელი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11%;
2 დავით კაპანაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 3.76%;
3 გია ანდღულაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 14.285%;
4 ლევან გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 1%;
5 გიორგი გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11.285%;
6 ვაჟა უსანეთაშვილი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 13.285%;
7 გიორგი კვარაცხელია - 20,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” დირექტორი.
8 დავით გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
9 ბაჩო კაპანაძე - 25,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” მეწილე 1%;
10 ილია შონია - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 13.79%;
11 ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 25,000.00 ლარი, ბიზნეს საქმიანობა შპს “ლილო მოლი” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
"ლილო მოლთან" დაკავშირებულმა პირებმა "ქართულ ოცნებას" 2020 წელს 435,000 ლარი შესწირეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2021 წლის მარტში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 50,000 ლარის დონაცია განახორციელა ბიზნესმენმა გოგი თოფაძემაც.
მარტის განმავლობაში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 2,536,646 ლარი გაიცა. ამ თანხის 87% მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩაირიცხა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემოწირულობებმა კი 262,021 ლარი შეადგინა. “ლელოს” შემოწირულობა კი 50,000 ლარი იყო. 17,000 ლარი მიიღო პარტია “ევროპელმა სოციალისტებმა”.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი