მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლილო მოლში“ მოვაჭრის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტს უარყოფენ - განცხადება

5ef1f3921b8fd
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.20 16:33
3254
„ლილო მოლის“ ადმინისტრაცია მათთან დასაქმებული მოვაჭრის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტს უარყოფს - ამის შესახებ განცხადება „ლილო მოლის“ facebook-გვერდზე განთავსდა.

„ძვირფასო მომხმარებლებო, კვლავ გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებებში დეზინფორმაცია, ტყუილი თითქოს "ლილო მოლის" ერთ-ერთ მოვაჭრეს დაუდგინდა კორონავირუსი. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ყველა მედია საშუალებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.

"ლილო მოლი" ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს, და გელით ყოველდღე დილის 8 საათიდან 5 საათამდე”, - ნათქვამია ბაზრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 63 წლის ქალბატონს, კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ მოვაჭრეა.