მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ბაზრობაზე 100 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული - ამირან გამყრელიძე

5f1abfcfca841
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 16:40
1507
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან „ლილოს ბაზრობაზე“ გაფართოებული ტესტირება დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 100-ზე მეტი ნიმუშია აღებული. ამის შესახებ მან ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული ტესტირების დაწყების მიზეზი ორი დღის განმავლობაში ბაზრობასთან კავშირში მყოფი პირების ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია.

„ზოგადად არა მარტო ლილოში, არამედ ყველა ბაზრობაზე გამკაცრებულია რეგულაციები, ანუ ის რეკომენდაციები, რაც არის ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული. მათი მონიტორირება ხდება ინტენსიურად, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა ადგილებზე.

ამის გარდა ლილოში, დღეს გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ამ დროისთვის დაახლოებით 100 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, გუშინ კიდევ ინფიცირებულების 30 კონტაქტი იქნა გამოკვლეული და იქიდან 4-ს დაუდასტურდა. გამთენიისას კიდევ 8 შემთხვევა გვაქვს ლილოს ე.წ. კლასტერიდან, ანუ იმ ადამიანებიდან და კონტაქტებიდან, რომელთა გარკვეულად ან მუშაობის ან მოძრაობა იკვეთება ლილოს ბაზრობასთან. ამიტომაც დაიწყო ლილოს ბაზრობაზე ეს გაფართოებული ტესტირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ტესტირებისას ბაზრობაზე დამყოლობის მაჩვენებელი ნორმალურია.

„ხელს გვიწყობს ლილოს ბაზრობის ხელმძღვანელობა, რომ ორგანიზებულად განხორციელდეს ეს პროცესი. დღეს მუშაობს იქ 2 ბრიგადა, ხვალ კიდევ 2 დაემატება. თუ საჭირო გახდა კიდევ დავამატებთ“, - თქვა მან.