მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს მოვაჭრეთა აქციის მოთხოვნას ადმინისტრაციაც უერთდება და ობიექტის გახსნას მოითხოვს

600bf6e34e22a
ინგა მურუსიძე
23.01.21 14:00
1565
„ლილო მოლის“ მოვაჭრეების მიერ დღეს გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას სავარო ცენტრის ადმინისტრაციაც უერთდება. კომპანიის დირექტორი,  გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ ბაზრობების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას. "ლილო მოლის" მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი აცხადებენ, რომ მათ ეგონათ, 1 თებერვლიდან იხსნებოდნენ და ტელევიზიიდან გაიგეს, რომ გახსნა კიდევ ორი კვირით გადაიდო.

„ვეთანხმებით მოვაჭრეებს, რომ მიდგომა არის დისკრიმინაციული მათ მიმართ და გადაწყცვეტილება არის უსამართლო. ქუჩაშია გადასული ვაჭრობა და ორგანიზებული სავაჭშრო ცენტრი არის გადასული. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. გუშინწინაც გვქონდა ტექნიკური შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ელოდა გახსნას. ვწუხვართ, რომ ასე შეუძლიათ გადაიტანონ გახსნა ორი კვირით, მერე კიდევ ორი კვირით და ა.შ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს გადარჩენის ზღვარზე დგას. უნდა გავხსნილიყავით, გადაიდო, მერე კიდევ გადაიდო, მერე კიდევ და ყველაფერს ვიგებთ ტელევიზიით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა სავაჭრო ცენტის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.

ის იმედოვნებს, რომ მთავრობა შეცვლის გადაწყვეტილებას და ლილო გაიხსნება. კვარაცხელიას თქმით, ვაჭრობა ღია სივრცეში გაცილებით უსაფრთხოა და სავაჭრო ცენტრებში ხალხის შეკრებას ჯობდა მასა გადანაწილებულიყო, ნაწილი ლილოში, ნაწილი სხვა ბაზრობებზე. კვარაცხელიას თქმით, ბიზნესის იმედები იწურება, რომ გადარჩეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვალს ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო მოლები, ხოლო ბაზრობების გახსნა დაგეგმილია 15 თებერვლიდან. ლილოს მოვაჭრეები მიდგომას დისკრიმინაციულად თვლიან და გეგმავენ, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ გადახედავს, გზების გადაკეტვაზეც იფიქრებენ.