„ლილო მოლის“ მოვაჭრეების მიერ დღეს გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას სავარო ცენტრის ადმინისტრაციაც უერთდება. კომპანიის დირექტორი, გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ ბაზრობების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას. "ლილო მოლის" მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი აცხადებენ, რომ მათ ეგონათ, 1 თებერვლიდან იხსნებოდნენ და ტელევიზიიდან გაიგეს, რომ გახსნა კიდევ ორი კვირით გადაიდო.
„ვეთანხმებით მოვაჭრეებს, რომ მიდგომა არის დისკრიმინაციული მათ მიმართ და გადაწყცვეტილება არის უსამართლო. ქუჩაშია გადასული ვაჭრობა და ორგანიზებული სავაჭშრო ცენტრი არის გადასული. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. გუშინწინაც გვქონდა ტექნიკური შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ელოდა გახსნას. ვწუხვართ, რომ ასე შეუძლიათ გადაიტანონ გახსნა ორი კვირით, მერე კიდევ ორი კვირით და ა.შ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს გადარჩენის ზღვარზე დგას. უნდა გავხსნილიყავით, გადაიდო, მერე კიდევ გადაიდო, მერე კიდევ და ყველაფერს ვიგებთ ტელევიზიით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა სავაჭრო ცენტის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.
ის იმედოვნებს, რომ მთავრობა შეცვლის გადაწყვეტილებას და ლილო გაიხსნება. კვარაცხელიას თქმით, ვაჭრობა ღია სივრცეში გაცილებით უსაფრთხოა და სავაჭრო ცენტრებში ხალხის შეკრებას ჯობდა მასა გადანაწილებულიყო, ნაწილი ლილოში, ნაწილი სხვა ბაზრობებზე. კვარაცხელიას თქმით, ბიზნესის იმედები იწურება, რომ გადარჩეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვალს ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო მოლები, ხოლო ბაზრობების გახსნა დაგეგმილია 15 თებერვლიდან. ლილოს მოვაჭრეები მიდგომას დისკრიმინაციულად თვლიან და გეგმავენ, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ გადახედავს, გზების გადაკეტვაზეც იფიქრებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?