მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა, მოგვიანებით კი ელექტროენერგიის წარმოება დაიწყება

5dd4eadcebe41
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 11:26
1324
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობას აპირებს. აღნიშნულზე ტენდერის გამოცხადებას დედაქალაქის მერია უახლოეს დღეებში აპირებს. როგორც თბილისის მერიის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, გაზშემკრების მოწყობის შემდეგ ადგილზე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის წარმოება. გაზშემკრების პროექტი 2-წლიანია და მასში 50-დან 60-მილიონამდე დაიხარჯება.

“ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იყრებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის. შეიძლება ჩვენ, ქალაქის ცენტრში ვერ ვგრძნობდეთ ამ პრობლემას, თუმცა, სამგორის რაიონისთვის ეს არის ძალიან მწვავე პრობლემაა.

ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე შემუშავებულია კონცეფცია. რამდენიმე დღეში ვაცხადებთ ტენდერს, პროექტირება და სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გაზშემკრების მოწყობა. არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა და სერიოზულ პრობლემას წამოადგენს. გარდა იმისა, რომ ქარის დროს ხდება ამ ნარჩენების გადაადგილება, არის სუნის პრობლემაც, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს.

შესაბამისად, სამუშაობი, რომლებზეც ტენდერი ცხადდება, არის გაზშემკრების მოწყობა. ის გაზი, რაც გამოიყოფა მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე.

მეორე პროექტი, ირაკლი ხმალაძეს(ვიცემერს) მინდა დავავალო: ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როცა ხდება გაზის შეგროვება, მისგან ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. დავიწყოთ პროექტზე მუშაობა, რომ ამ შეკრებილი გაზით მოხდეს ელექტროენერგიის წარმოება, რასაც გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი”,- განაცხადა კალაძემ.