მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება - ბასილაია

6321b77f50264
მარიამ ვარადაშვილი
14.09.22 22:55
567

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ლილოში არსებულ ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოსაწყობად ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება.

“სამწუხაროდ, გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა. ამ პროექტზე EBRD-თან ვთანამშრომლობდით და ამ საკითხზე მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ბანკის დახმარებით ნაგავსაყრელზე გაზშემკრები და სორტირების ხაზი მოეწყობა. ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს და მომავალ წელს ტენდერის გამოსაცხადებლად მზად ვიქნებით”,-აცხადებს ბასილაია.

თბილისის მერიამ ეს პროექტი ჯერ კიდე 2019 წელს დააანონსა. მაშინ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზშემკრების მოწყობაზე 50-დან 60-მილიონამდე დაიხარჯებოდა.