მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოში მცირე ზომის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა - ტიკარაძე

60dc1ab0256b8
ინგა მურუსიძე
30.06.21 11:26
566
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "ლილოს მხარეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა". განცხადება მან კლინიკებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას უკვე სხვა, არა კლინიკურ ფორმატში. ერთი მაგალითი უკვე გვაქვს „ჰუალინგში“. ასევე თავისი რეგიონული ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებული არის ლილოს მხარე, სადაც ასევე იგეგმება შედარებით მცირე ზომის ცენტრის გახსნა, რაც ალბათ იქ მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია, რომ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლების და ასევე „ექსპოჯორჯიას“ პავილიონების მენეჯმენტთან.