თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.
"23 ოჯახს დღეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ათეული წლები უწევდათ ამ ბინებში ცხოვრება და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავთ. ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც წამოვიწყეთ და ვახორციელებთ.
დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართებით სულ 700 ოჯახი დაკმაყოფილდა. პროექტი გრძელდება, არ ვჩერდებით. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს - მიმართონ რაიონულ გამგეობებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ფართების დასაკანონებლად", - განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ცნობით, დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე - 15 ოჯახი, ხოლო ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე - რვა ოჯახი 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს. აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი