მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილუაშვილი პანდემიის დროს გადასახადების დაწევაზე: ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება

60cc73bbba35d
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.21 17:19
1142
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და გიორგი გახარიას ყოფილი მრჩეველი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პანდემიურ პერიოდში საქართველოს მთავრობა საგადასახადო დონის შემცირებისკენ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა და რომ “ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება.”

ლილუაშვილის თქმით, 2020 წლის განმავლობაში მთავრობა უფრო მეტად დაზარალებული სექტორების სუბსიდირებაზე და მათთვის გადასახადების გადავადებაზე ფიქრობდა, ვიდრე მთლიანად ეკონომიკისთვის საგადასახადო წნეხის შემცირებაზე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისის გამო, ბიუჯეტის დეფიციტის დონე 9%-მდე გაიზარდა.

“ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება. როდესაც არის პანდემია და არ ვიცოდით, როდის დაიწყებოდა აღდენის პროცესი, როდესაც გამოწვევა იყო საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება, რომ სახელმწიფო მომსახურებოდა მის ვალდებულებებს, შეუძლებელი იყო გვეფიქრა გადასახადების რაღაც ჰორიზონტალური შემცირების ღონისძიებებზე, თუმცა სადაც საჭირო იყო და ყველაზე მეტად უჭირდა ეკონომიკას და კრიზისი იყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, ჩვენ ვასუბსიდირებდით ან ვამცირებდით გადასახადებს. გახსოვთ ალბათ ანტიკრიზისული ღონისძიებებები რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა მაშინ. ჩვენ დავასუბსიდირეთ და შევამცირეთ ქონების გადასახადი და ქონების გადასახადისგან გავათავისუფლეთ საერთოდ სექტორი.

მაშინ [პანდემიის დროს] პირველი რიგის ამოცანა იყო სექტორების გადარჩენა, მეორე რიგის ამოცანა იყო მინიმიზაცია ეკონომიკის მთლიანი დანაკარების, მათ შორის საბიუჯეტო დანაკარებისაც სწორედ ამ ორი მიზნის კომბინაციით მიიღებოდა გადაწყვეტილებები ეკონომიკის ნაწილში. ამას თან ახლდა ჯანდაცვის კუთხით ახალი ფინანსური საჭიროებები, რაც ბიუჯეტში უბრალოდ არ იყო შემცირებული შემოსავლებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ 2 მილიარდი ლარი დააკლდა ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლის სახით მხოლოდ პანდემიიდან გამომდინარე.

საგადასახადო შემცირება არ არის მარტივი საკითხი. მას სჭირდება სკულპულიოზური შესწავლა. მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი 3 მილიარდ ლარზე მეტია,”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში.

ამ პასუხით, გიორგი გახარიას მრჩეველი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი გადასახადების შემცირება ვერ მოხდებოდა, თუმცა კითხვაზე იყო თუ არა საგადასახადო დონის შემცირება უფრო ადრეც ლილუაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას ეს შეეძლო, თუმცა უშუალოდ ის და გიორგი გახარია ამ დროს შსს-ში საქმიანობდნენ და საგადასახადო პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდათ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემეობა, რომ სანამ შსს მინისტრი გახდებოდა გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა და შესასაბამისად ეკონომიკური გუნდის წევრი იყო.

“სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაიჯერა ის, რომ ამ ქვეყანაში უკვე დროა გადავიდეთ მდგრადი ეკონომიკური ზრდის ეტაპზე, რაც ჩემი აზრით, იყო შეცდომა. როდესაც ქვეყანაში 18%-იანი უმუშევრობა, უბრალოდ სოციალური თვალსაზრისით მდგრადი ვერ იქნება ეკონომიკური შედეგები. გიდასტურებთ, რომ ესეთი ნაბიჯები [გადასახადების დაწევა] უფრო ადრე უნდა ყოფილიყო გადადგმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რადგან როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა, ჩვენ მაშინ საერთოდ შსს-ში ვიყავით, თუმცა ვიზიარებთ მაინც ამ პასუხისმგებლობას,”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.