გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა და გიორგი გახარიას ყოფილმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მაღალი უმუშევრობის გათვალისწინებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარება არ არის შესაძლებელი. ლილუაშვილის თქმით, მდგრადი განვითარების ნაცვლად სახელმწიფოს მთავარი აქცენტი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა გაეკეთებინა.
“სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაიჯერა ის, რომ ამ ქვეყანაში უკვე დროა გადავიდეთ მდგრადი ეკონომიკური ზრდის ეტაპზე, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა. როდესაც ქვეყანაში 18%-იანი უმუშევრობა, უბრალოდ სოციალური თვალსაზრისით მდგრადი ვერ იქნება ეკონომიკური შედეგები. გიდასტურებთ, რომ ასეთი ნაბიჯები [გადასახადების დაწევა] უფრო ადრე უნდა ყოფილიყო გადადგმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რადგან როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა, ჩვენ მაშინ საერთოდ შსს-ში ვიყავით. თუმცა ვიზიარებთ მაინც ამ პასუხისმგებლობას,”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის განცხადებით, პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიას მთავრობა საგადასახადო დონის შემცირებისკენ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა და რომ “ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება".
"როდესაც არის პანდემია და არ ვიცოდით როდის დაიწყებოდა აღდენის პროცესი, როდესაც გამოწვევა იყო საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება ბიუჯეტში, რომ სახელმწიფო მომსახურებოდა მის ვალდებულებებს, შეუძლებელი იყო გვეფიქრა გადასახადების რაღაც ჰორიზონტალური შემცირების ღონისძიებებზე, თუმცა სადაც საჭირო იყო და ყველაზე მეტად უჭირდა ეკონომიკას და კრიზისი იყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, ჩვენ ვასუბსიდირებდით ან ვამცირებდით გადასახადებს. გახსოვთ ალბათ ანტიკრიზისული ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ჩვენ დავასუბსიდირეთ და შევამცირეთ ქონების გადასახადი და ქონების გადასახადისგან გავათავისუფლეთ საერთოდ სექტორი.
მაშინ [პანდემიის დროს] პირველი რიგის ამოცანა იყო სექტორების გადარჩენა, მეორე რიგის ამოცანა იყო მინიმიზაცია ეკონომიკის მთლიანი დანაკარების, მათ შორის საბიუჯეტო დანაკარებისაც. სწორედ ამ ორი მიზნის კომბინაციით მიიღებოდა გადაწყვეტილებები ეკონომიკის ნაწილში. ამას თან ახლდა ჯანდაცვის კუთხით ახალი ფინანსური საჭიროებები, რაც ბიუჯეტში უბრალოდ არ იყო შემცირებული შემოსავლებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ 2 მილიარდი ლარი ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლის სახით მხოლოდ პანდემიიდან გამომდინარე დააკლდა.
შემცირება არ არის მარტივი საკითხი. მას სჭირდება სკულპულოზური შესწავლა. მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი 3 მილიარდ ლარზე მეტია,” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას