26.აგვისტო .2019 16:50

ლირა ისევ გაუფასურდა

views 1095
უკან

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ამერიკული დოლარის მიმართ ღირებულება კვლავ დაკარგა.

ორშაბათის მონაცემებით, ლირა 1,16 პროცენტული პუნქტით გაუფასრუდა. თუ პარასკევს 1 დოლარი 5,77 ლირა ღირდა, დღეის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის შეძენა 6,2987 ლირად არის შესაძლებელი.

ექსპერტების განმარტებით, როგორც წესი, ლირას მერყეობა ქვეყნის პრეზიდენტის არასტაბილურ განცხადებებს უკავშირდება ხოლმე, თუმცა ამჯერად მიზეზი ერდოღანისგან შორს არის: როგორც პოლიტიკური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

თურქეთის ერვნული ვალუტის გაუფასურების მოტივად აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი მიიჩნევა, რომელიც ბოლო დღეებში კიდევ უფრო დაიძაბა და გამწვავდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის დაპირისპირება ინვესტორებში არასტაბილურობის განცდას იწვევს, რაც სარისკო რეგიონებში ფულის მერყეობის მთავარი ლაიტმოტივია.