„ლისი დეველოპმენტმა“, 2021 წლის ბოლოს International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. ამჯერად კომპანიამ პროექტით „მწვანე ქალაქი ლისზე“ გაიმარჯვა ნომინაციებში: „საქართველოში ლანდშაფტის საუკეთესო არქიტექტურა“ (The best landscape architecture Georgia) და "საუკეთესო მდგრადი განვითარების საცხოვრებელი კომპლექსი" (Best Sustainable Residential Development Georgia).
აღსანიშნია, რომ „ლისი დეველოპმენტის“ პროექტს „მწვანე ქალაქი ლისზე“ წლების განმავლობაში 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. პროექტის კონცეფცია 80/20-ზე გულისხმობს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის 80% გამწვანებისა და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ 20% უშუალოდ საცხოვრებელ სივრცეს ეთმობა. ეს კი როგორც კომპანიაში აცხადებენ, ადგილობრივ ბაზარზე მის გამორჩეულობას განაპირობებს.
„2020-2021 წლებში პროექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა. გაყიდვების კუთხითაც ეს წლები რეკორდული იყო. დარწმუნებული ვართ, ამის მიზეზია ის, რომ „მწვანე ქალაქი ლისზე“ თან იზოლირებულია და ამავე დროს ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა; ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩვენთან დიდი რეკრეაციული სივრცეები, დაბალსართულიანი სახლები და დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებაა, რაც ერთ მოსახლეზე გათვალისწინებულ 150 მ2 თავისუფალი სივრცეს გულისხმობს, საიდანაც 70მ2 გამწვანებულია, რაც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდირებულ სტანდარტს 1.4-ჯერ, ხოლო მინიმალურ სტანდარტს 7.7-ჯერ აღემატება“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
„მწვანე ქალაქი ლისზე“ 3 საცხოვრებელი და დამატებით ვილების უბნისგან შედგება. პირველი ორი უბნის მშენებლობა დღეისთვის უკვე დასრულებულია და ფართებიც გაყიდულია. მესამე უბნისა და ვილების ნაწილის განვითარება კი აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად, "მწვანე ქალაქში ლისზე" 450-მდე ოჯახი ცხოვრობს, ან გადასვლის პროცესშია.
„საერთაშორისო დაჯილდოება International Property Awards-ში „ლისი დეველოპმენტის“ კიდევ ერთი გამარჯვება მანიშნებელია, რომ განვითარების სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული. აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს საერთაშორისო აღიარებაც მოაქვთ. ეს ჩვენთვის მნიშნელოვანი და ამავე დროს გარკვეული პასუხსიმგებოლობაცაა, რათა განვითარების ეს მიმართულება და ტემპი შევინარჩუნოთ და მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნავენ „ლისი დეველოპმენტში“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება