მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლისი დეველოპმენტის" განცხადება

5e78b4b882f3c
BM.GE
23.03.20 17:06
937
„ლისი დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას და ეხმაურება მამუკა ხაზარიძის მოწოდებას არსებულ სიტუაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორის გაერთიანებასა და ძალების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ! კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას. პირველ ეტაპზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდა მათი პირველადი საჭიროებები, რის საფუძველზეც შევიძინეთ მათთვის პრიორიტეტული ნივთები.

აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა შექმნილ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებთან, რათა ახალი საჭიროებების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება და მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია COVID-19 -თან ბრძოლაში და შრომობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შეუფერხებელ მიწოდებაში.
კომპანია სრულად გადასულია დისტანტციურ მმართველობაზე, ამასთანავე მშენებლობის პროცესი ყველა პროექტზე უწყვეტად მიმდინარეობს.

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება!’’, - ნათქვამია განცხადებაში.