მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა

60793a61c5947
BM.GE
16.04.21 18:00
969
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ  FMO-ს შორის 10-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა.

“ლისი დეველოპმენტის“ დაფუძნების დღიდან FMO მისი სტრატეგიული პარტნიორი იყო.

კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, როგორიცაა მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი - „მწვანე ქალაქი ლისზე“.

10-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, „ლისი დეველოპმენტმა“ მისი პირველი პროექტის განსახორციელებლად 25 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაფარა.

კომპანია პროექტის - „მწვანე ქალაქი ლისზე“ შემდგომ განვითარებას განაგრძობს.

„ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი, FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

კომპანიისთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ FMO-ს უძრავი ქონების პორტფელში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

თავის მხრივ, FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი, ჟან-უილემ ჰოეკი დიდ მადლობას უხდის „ლისი დეველოპმენტს” 10-წლიანი საიმედო პარტნიორობისა და შესაძლებლობისთვის, რომლის შედეგადაც მათ საქართველოში მდგრადი ქალაქებისა და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.