მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lisi Wonderland სტუმრებს მიმართავს

5f5a3a305e6b0
ინგა მურუსიძე
10.09.20 18:37
1974
მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორ Lisi Wonderland-ში დაგეგმილი ღონისძიება მომავალ წლამდე გადაიდო.

როგორც ღია სივრცეში მოწყობილი სივრცის მფლობელები ამბობენ, მოქალაქეებს, რომლებსაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, შეუძლიათ თანხები დაიბრუნონ.

„როგორც უკვე იცით, დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია კულტურულ ღონისძიებებზე 200-კაციანი შეზღუდვის შესახებ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არანაირი წინასწარი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არ ჰქონია, რაც დიდ უპასუხისმგებლობად და უსამართლობად მიგვაჩნია. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით ძალიან რთულ ვითარებაში და დავიწყეთ ფიქრი, რა მოგვეხერხებინა საიმისოდ, რომ თვეების შრომა წყალში არ ჩაყრილიყო.

ჩვენ ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი, როგორც Lisi Wonderland-ის ერთგული სტუმრებისა და, რასაკვირველია, არტისტების წინაშე, ამიტომაც, მივიღეთ ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ასეთ ვითარებაში შეგვეძლო, რომ მიგვეღო და ორივე ივენთი (12 და 19 სექტემბერი) გადავდეთ 2021 წლის აპრილში. ივენთების ახალი თარიღებია - 17 და 24 აპრილი.

უკვე შეძენილი ბილეთების დაბრუნება შეგეძლებათ 24 სექტემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია Lisi Wonderland-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.