მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება

63317a2192c30
BM.GE
26.09.22 14:06
761
ლისის ტბაზე წელს ახალ მუსიკალურ ფესტივალს - LISI Vibes ჩაეყრება საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, პირველი ღონისძიება ლისის ტბაზე, 30 სექტემბრიდან 7-ოქტომბრამდე „ლისი დეველოპმენტისა“ და „ისთერნ პრომოუშენსის” თანამშრომლობით გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ხავერდოვანი შემოდგომის საღამოებს ლისის ტბაზე მდებარე ბარ-რესტორანი KARI უმასპინძლებს. „30 სექტემბერს, საღამოს საზოგადოების წინაშე ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და გრემის ორგზის ნომინანტი მუსიკოსი, ვოკალისტი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი CeCe Rogers წარდგება.

7 ოქტომბრის საღამოს LOU Berry - მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენალისტი. პარიზელი მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად წარდგება და თანამედროვე ჯაზის ელემენტებზე დაფუძნებულ კომპოზიციებს შეასრულებს.

კარი 19:00 გაიღება. ღონისძიების წარმდგენია „ლისი დეველოპმენტი“, ხოლო ტერიტორიის ბუნებრივ იერსახეზე, გამწვანებაზე „ლისი გრინსმა“ იზრუნა. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.

„LISI Vibes მომავალში კიდევ არა ერთ მუსიკალურ ღონისძიებას შესთავაზებს მელომანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
R