მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისის ტბაზე ტურისტული ეკობილიკი მოეწყობა

5dff0a7b86d26
BM.GE
22.12.19 10:33
1753
რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტურისტები თბილისში სულ 2-3 დღეს რჩებიან და მნიშვნელოვანია, ეს დრო გაიზარდოს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა ამაზე თბილისის მერიაში არსებული სამსახურიც ზრუნავს. 2019 წელს თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერისთვის 715 ათასი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წლისთვის კი ბიუჯეტი დაახლოებით 100 ათასი ლარით მცირდება და 610 ათას ლარს შეადგენს.

მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ბასილაიას თქმით, მათი მიზანი სწორედ ისაა, რომ თბილისში ტურისტები რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩნენ, რისთვისაც მეტი საოჯახო ატრაქციები და აქტივობებია საჭირო. აღნიშნულიდან გამომდინარე დედაქალაქის მერია მომავალ წელს ლისის ტბასთან ტურისტული ეკობილიკის მოწყობას გეგმავს, რომლისთვისაც დაახლოებით 100 ათასი ლარის გამოყოფას აპირებს.

“ლოკაციები შერჩეულია, აქტიურად ვიმუშავეთ მელაშქრეთა ასოციაციასთან, რომლებმაც გვიკარნახეს კარგი ლოკაციები, რაც თბილისის შემოგარენშია. დავიწყებთ კუს ტბიდან, სადაც მოეწყობა რამდენიმე მარკირებული ეკობილიკი. იქ იქნება სპეციალური დაფები ბავშვებისთვის, რომ მათთვისაც საინტერესო იყოს. იქნება აღწერა,რა ცხოველები და მცენარეებია დამახასიათებელი ამ ტერიტორიისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ეკობილიკი, ეს არ იქნება კაპიტალური სამუშაოები, ბეტონის სამუშაოები, ყველაფერი იქნება ხის მასალისგან დამზადებული”,- აცხადებს ანდრია ბასიალაია.