მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლისის ტბის ადმინისტრაცია" განცხადებას ავრცელებს

5e78ea86bb258
BM.GE
23.03.20 21:20
10489
„ლისის ტბის ადმინისტრაცია“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ლისის ტბაზე სტუმრობას ეხება:

"ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. #დარჩისახლში", - წერია განცხადებაში.