მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისის ტბის ჩამდინარე წყლით მკვებავი არხის აღდგენა დაიწყო

60bf3b1152670
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 13:40
7019
“ლისი ტოპოგრაფი” დასავლური ტიპის, ახალი კერძო დასახლებაა, რომელიც ლისის ტბის ნაპირთან ვითარდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმა პარკებს და კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს მოიცავს.

პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 12 000 000 დოლარს შეადგენს, რაც გამიზნულია ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკების, გზების და ცენტრალური კომუნიკაციების გასამართად.



“ლისი ტოპოგრაფს” ჩრდილოეთის მხრიდან ბუნებრივ საზღვარს უქმნის ლისის ქედი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან მცირე ზომის სეზონური მდინარე, რომელიც ლისის ტბაში ჩაედინებოდა. წლების განმავლობაში მოხდა აღნიშნული მდინარის არხის ნაგვით ამოვსება, რაც ლისის ტბის წყლით კვებას ხელს უშლიდა.

“ლისი ტოპოგრაფის” მიერ არსებული არხის ნაგვისგან გასუფთავება და გაჯანსაღება მოხდა. სწორედ ეს არხი აღადგენს ზედაპირებზე წარმოქნილი ნალექის შეკრებას და ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას შეუწყობს ხელს.

არხის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მის გასწვრივ უკვე დაირგო 250 წიწვოვანი ხე. „ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტროიაზე პროექტის დასრულებამდე კიდევ 1000 -მდე ხის დარგვა იგეგმება.

ზემოთხსენებული სამუშაოების პარალელურად, კომპანიის ტერიტორიის გარეთ მოეწყობა სამანქანო გზა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიების დააკავშირებას ლეო კაჭაძის ქუჩასთან უფრო მოსახერხებელს გახდის.

გზასთან ერთად ასევე საფეხმავლო ბილიკი და ველობილიკი მოეწყობა, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ლისის ტბაზე მოხვედრას.

„ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.



(R)