მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა” - ისრაელის პრემიერი ღარიბაშვილს შეხვდა

6294b2a6858e1
მარიამ იზორია
30.05.22 16:05
651
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ ნაყოფიერი საუბარი შედგა.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია.

მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ” , - აცხადებს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.