მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიუ ჰუი: "გასულ წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოუცულობამ $1 მლრდ-ს გადააჭარბა

5daed55a1fe03
თელარა გელანტია
22.10.19 14:16
665
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს 6 კორიდორს, 6 ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ, ჩინეთ- საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში კი უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია", - აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში.

„ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოყვება ფართო გამოხმაურება საზოგადოების და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ გამოხატულებაა აბრეშუმის გზის სულისკვეთების, დიდი იმედი გვაქვს რომ დღევანდელ ფორუმზე მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და უფრო კარგად ითანამშრომლებენ", - აღნიშნა მან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა თავის გამოსვლისას სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს პრეზენტაცია, ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში ჩინეთიდან.