მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liveboard - მასწავლებლებისთვის შექმნილი პლატფორმა | 500Georgia Demo Day

63d28e3e2aa2a
BM.GE
26.01.23 19:30
400
500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე ონლაინ მასწავლებლებისთვის შექმნილი პლატფორმა, Liveboard წარსდგა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას - მართონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მთელი სასწავლო პროცესი ერთ პლატფორმაზე აწარმოონ.

„Covid-19-დან მოყოლებული, „ახალმა რეალობამ“ ათასობით მასწავლებლისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები შექმნა, კერძოდ, მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა, დაეწყოთ საკუთარი რეპეტიტორული ბიზნესი.

თუმცა, დღემდე, ისინი კარგავენ დიდ დროსა და ფულად რესურსებს იმაში, რომ ააწყონ თავიანთი ბიზნესი, ასწავლონ სტუდენტებს, უზრუნველყონ სტუდენტების პროცესში აქტიური ჩართულობა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით LiveBoard-ის პლატფორმა, რომელიც ეხმარება ონლაინ მასწავლებლებს მართონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მოაწყონ მთელი სასწავლო პროცესი ერთ პლატფორმაზე.

აქ ისინი ქმნიან თავიანთ ონლაინ გარემოს, რათა ასწავლონ და ითანამშრომლონ სტუდენტებთან რეალურ დროში, შექმნან მათი გრაფიკი, მიიღონ გადახდები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ამ გზით ჩვენ ვამცირებთ მასწავლებლის სამუშაო დატვირთვას, ვზრდით ეფექტურობას და ვაძლევთ საშუალებას, მეტი დრო დაუთმონ ახალი სტუდენტების მოზიდვას“, - განაცხადა სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ჰასმიკ ტერგრიგორიანმა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.