მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liverpool-ის ფორმაზე Nike-ის ლოგო გამოჩნდება

5e1732dc2c6e2
ნათია თაქთაქიშვილი
09.01.20 22:40
648
Liverpool-მა, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა და პრემიერლიგის ლიდერმა, ოფიციალურად დაადასტურა Nike-თან გარიგება. ეს ნიშნავს, რომ Liverpool-ის ფორმაზე უახლოეს მომავალში Nike-ის ლოგო გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარიგება ამერიკულ კონცერნთან 2020-2021 წლების სეზონიდან შევა ძალაში. ამ ეტაპზე ინგლისურ გრანდს შეთანხმების სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

ამრიგად, ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და სხვადასხვა ინვენტარს აწარმოებს, ლივერპულში New Balance-ს შეცვლის.

“ჩვენი საკულტო ფორმა ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მივესალმებით ლივერპულის ოჯახში ახალ ოფიციალურ პარტნიორს, Nike-ს და გვჯერა, რომ ეს კომპანია ჩვენი კლუბისთვის შესანიშნავი პარტნიორი იქნება - როგორც ინგლისში, ისე მთელს მსოფლიოში,” - განაცხადა ლივერპულის ბოსმა ბილი ჰოგანმა.

აღსანიშნავია, რომ New Balance-დან Nike-ზე გადასვლა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლივერპულმა New Balance-თან სასამართლოში დავა მოიგო.