20.ოქტომბერი .2022 16:49

ლიზ ტრასი გადადგა

ლიზ ტრასი გადადგა
views 1279
უკან

ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.

ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მოუწოდეს, მათი უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს მოჰყვა. 

"ვაღიარებ, რომ არ შემიძლია იმ მანდატის განხორციელება, რისთვის კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია", - განაცხადა მან.

ლიზ ტრასი პრემიერის პოსტს მხოლოდ 45 დღის განმავლობაში იკავებდა, რაც იმას ნიშნავს რომ ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე დროით იყო პრემიერი.