მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ll კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა, რაც ლარზე ნაკლებ წნეხს ნიშნავს

6155ba0fa3c5b
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 17:33
583
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს საქართველოს საგადასახდელო ბალანსის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი, რაც საქართველოში შემომავალ და გამავალ სავალუტო ნაკადებს შორის იქმნება შემცირებულია, რაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხის შემცირებას ნიშნავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც კურსის შედარებით სტაბილურობას უწყობს ხელს. 

აღნიშნულ პერიოდში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 8% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ დეფიციტთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

სებ-ის თანახმად, წელსაც დეფიციტის ძირითადი გამოწვევი მიზეზი საგარეო ვაჭრობა იყო, რომლის სალდომაც - სხვაობა იმპორტ-ექსპორტს შორის - მინუს $819 მილიონი შეადგინა. 

2021 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი383.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) იყო. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 8.4 პროცენტით, ხოლო მშპ-თან ფარდობა -11.8%-დან -8%-მდე შემცირდა.

"მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 33.7%-ით გაიზარდა და 819.2 მლნ. აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 49.0%-ით, ხოლო იმპორტი 42.9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი და 246.1 მლნ აშშ დოლარს (817.7 მლნ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 28.0%-ს შეადგენს.

2021 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -245.8 მლნ აშშ დოლარი (-816.6 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება უმნიშვნელოდ, 0.7%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 36.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 56.1%-ით გაიზარდა და 2021 წლის მეორე კვარტალში 563.3 მლნ აშშ დოლარს (1.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 58.0%-ით გაიზარდა 526.3 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 148.0 მლნ აშშ დოლარი (491.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.1%-ია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.