08.მაისი .2021 11:01

ll მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

ll მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
views 638
უკან

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.