20.მარტი .2020 18:45

Loans.lb.ge - ლიბერთი 3 თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს

views 227
უკან

ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3–თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით:

∙ სამომხმარებლო სესხი
∙ იპოთეკური სესხი
∙ ოვერდრაფტი
∙ საკრედიტო ბარათები
∙ განვადება
∙ სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)
∙ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები
∙ ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი
∙ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

იმისთვის, რომ მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი საშეღავათო პერიოდის სტატუსის ნახვა, ან შეღავათზე უარის თქმა 25 მარტამდე, შეიქმნა ახალი ვებ გვერდი https://loans.lb.ge

გარდა ამისა, შეღავათზე გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია მარტივად, ლიბერთის ნებისმიერი დისტანციური არხიდან:

· ინტერნეტ ბანკი: http://my.libertybank.ge/
· მობაილ ბანკი: http://bit.ly/33wTFCv
· დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 55 55 00
· ლიბერთის ბანკომატები

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა