მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Localo - ორი თვის წინ დაწყებული ბიზნესი კასპში

5efae8d159503
ლევან თაღიაშვილი
30.06.20 20:20
1627
Localo - მიტანის სერვისია, რომელიც 2 თვეა კასპის მოსახლეობისთვის და არამხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი. ომარ ლომიაშვილისა და ილია წიკლაურის იდეა ე.წ Lockdown-ის პერიოდში გაჩნდა, როდესაც ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული იყო და ადამიანებს მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სურსათი სჭირდებოდათ.


როგორც სტარტაპერები „საქმიანი დილის“ ეთერში ჰყვებიან, ბიზნესი გამართულად მუშაობს და დღეში 30-მდე შეკვეთა აქვთ. Localo GITA-ს ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულიცაა, რის სანაცვლოდაც კომპანია პირველადი პროტოტიპისთვის 15 000 ლარს მიიღებს. მისი თანადამფუძნებელი, ილია წიკლაური ამბობს, რომ აპლიკაცია და პროცესების მექანიზება სერვისს დააჩქარებს და უფრო კომფორტულს გახდის. 

ამჟამად Localo-ს 3 კურიერი ჰყავს, 2 მათგანი მოპედით გადაადგილდება, 1 კი ავტომობილით. ძირითადი მოთხოვნა სურსათზე, მზა საჭმელსა და ნატურალურ პროდუქტებზეა.