მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Login-Georgia-ს ფარგლებში სვანეთში ინტერნეტიზაციის პროცესი დაიწყება - აბაშიძე

638709cfd48b9
მარიამ ვარადაშვილი
30.11.22 22:04
549

კომუნიკაციების კომისიის წევრის ვახტან აბაშიძის განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის Login-Georgia-ს ფარგლებში ინტერნეტიზაციის პროცესი მალე სვანეთში დაიწყება.

ამ ეტაპზე ჯვარი-მესტიის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერიც, რომელზეც განაცხადების მიღება 11 დეკემბერს დასრულდება.

“მოგეხსენებათ პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დახმარებითა და დაფინანსებით და უკვე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც გურიაში, ასევე აჭარაში. ჩემი ინფორმაციით, მალე დაიწყება სვანეთში. ამის პარალელურად კომპანიები საკუთარ ქსელს ავითარებენ და რასაკვირველია უმთავრესი წილი [ინტერნეტიზაციის] მათზე მოდის",-განაცხადა მან პარლამენტში, სადაც კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშს უსმენენ.