საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლიმ BMG-ისთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების პროცესში მთავარი წარმმართველი არა საქართველო, არამედ უკრაინაა და ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მოაზრებით არის განპირობებული.
ფადი ასლი საუბრობს რეფორმების პროცესზეც; მისი თქმით, ქაღალდზე შეიძლება საქართველოში ჩატარებული რეფორმები შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თუმცა პრაქტიკაში არც ისე ხელშესახები შედეგებია.
"დღეს ასეთი ვითარებაა: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ მიიღებს, ამის მიზეზი იქნება უკრაინასთან ერთად მისი მოაზრება. ლოკომოტივი ამ შემთხვევაში უკრაინაა, საქართველო – ერთი ვაგონი. მთავრობის საქმიანობას როცა ვაფასებთ, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, ადამიანის უფლებების დაცულობას, უცხოელ ინვესტორებთან დამოკიდებულებას – ჩემს შვილიშვილებსაც კი გაუჭირდებოდათ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ხილვა.
დღეს საქართველოს აქვს ეს შანსი, უკრაინის გამო. მეორე მხრივ, როცა საქმე ფურცლებზე, დოკუმენტებზე მიდგება – აქ საქართველო კარგ პოზიციაშია: ფურცლებზე კარგი კანონმდებლობაა, კარგი რეფორმები – ფურცელზე მართლაც კარგი კანდიდატი ვართ, თუმცა პრაქტიკაში – არც ისე,” - განაცხადა ფადი ასლმა.
7 ივნისს, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება/არ მინიჭების შესახებ დასკვნა მიმდინარე თვეში უნდა გამოაქვეყნოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი