18.მაისი .2020 10:32

Lolita, Stamba, Rooms, Fabrika - ივნისიდან "აჭარა ჯგუფი" ეტაპობრივად გაიხსნება

views 437
უკან

"აჭარა ჯგუფი" რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს ივნისიდან ეტაპობრივად გახსნის, - ინფორმაციას თავად „აჭარა ჯგუფი“ ავრცელებს.

კომპანია მადლობას უხდის სტუმრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის.

ცნობისთვის, 7 ივნისიდან იხსნება Lolita და Cafe Stamba, ასევე, Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეები და Fabrika-ს შიდა ეზო.

15 ივნისიდან კი, სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

„პანდემიამ უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.  "აჭარა ჯგუფისთვის" უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ამიტომაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა ჩვენთან ყველამ დაცულად იგრძნოს თავი.

"აჭარა ჯგუფმა" პანდემიით გამოწვეული სირთულეების მართვისას დიდი გამოცდილება შეიძინა. გეცოდინებათ, რომ აჭარა ჯგუფის ყველაზე მასშტაბური სასტუმრო Holiday Inn Tbilisi საკარანტინო ზონად იყო გამოყენებული. ჩვენი რესტორნები კი, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, დისტანციურ შეკვეთებზე მუშაობდნენ.

საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან მუდმივი დიალოგისა და მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების გათვალისწინებით უკვე ბევრი სირთულის დაძლევა შევძელით.
აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ გამოწვევებსაც და ჩვენ სტუმრებს კვლავ მივცემთ უნიკალური სტუმარმასპინძლობისა და კულინარიული გამოცდილების შეძენის საშუალებას“, - ნათქვამია "აჭარა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა