მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლომთაძე: „საჯარო უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფო სერვისები სმარტფონიდან გახდეს ხელმისაწვდომი“

62be07e0a58e6
გიორგი არონია
01.07.22 00:48
1148
ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბანკის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ქვეყნის გაციფრულებაში მისი ბანკის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„დღეს, ყაზახეთი საოცარ შედეგებს აჩვენებს გაციფრულებისა და მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით“, – განაცხადა ლომთაძემ და დასძინა, რომ Kaspi.kz-ის დახმარებით, ყაზახეთში 7000-ზე მეტი სერვისის მიღება და 2 მილიონზე მეტი ნივთის შეძენა არის შესაძლებელი და ყველაფერი ეს – ერთადერთი აპლიკაციის გამოყენებით. საინტერესოა ისიც, რომ Kaspi.kz-ის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმას 125 ათასი ყაზახი ანტრეპრენიორი იყენებს – ციფრული ბანკი მათ გაყიდვების გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება.

„საჯარო უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფო სერვისები მოქალაქეებისთვის ონლაინ, სმარტფონიდან გახდეს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლომთაძემ. „ეს ყველაფერი საჯარო უწყებებისა და ჩვენი წარმატებული კოლაბორაციის შედეგია“.

გასულ წელს, Kaspi.kz-ის სახელმწიფო სერვისების ფუნქციონალი შვიდმა მილიონმა ადამიანმა გამოიყენა. აპლიკაციის გამოყენებით მოქალაქეებმა 446 მილიარდი ტენგეს (~$9.5 მილიარდი) სახელმწიფო გადასახადები გადაიხადეს და 286 ათასი ავტომობილი დაარეგისტრირეს. აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ციფრული დოკუმენტების ფუნქციონალს კი, ორი მილიონი ყაზახი აქტიურად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანამფლობელი – ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი ანტრეპრენიორია, რომლის ქონებას Forbes-ი $2.1 მილიარდად აფასებს.

Forbes.ge