15.ოქტომბერი .2019 20:00

ლონდონი თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემას აჩერებს

views 203
უკან

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა შეაჩერა. როგორც BBC იუწყება გადაწყვეტილება "დაუნინგ სტრიტმა" ოფიციალურად დაადასტურა.

ბრიტანული მედია მიზეზად თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციიების ჩატარებას ასახელებს. ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ლონდონი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდება თურქეთში ექსპორტის საკითხს. 

თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, 160 000 ადამიანს საცხოვრებლების დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს სირიაში შეჭრის გამო მწვავე სანქციები დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დაუწესა.