ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 0.97%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10,20 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 562,59 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 540 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.36%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11,16 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა წინა კვირასთან შედარებით 2 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 548,73 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 810 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 6.21% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5,99 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 18 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 287 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 124 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
სახელმწიფო კომპანიების ბონდების ღირებულება კი ასე შეიცვალა:
"საქართველოს რკინიგზა" - ბონდის ღირებულება $106.08 ფასის კლება გასულ კვირაში 0.15%. წლიურ ჭრილში ზრდა +3.35%.
"ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $99.91, ფასი წინა კვირაში არ შეცვლილა.
წყარო - Galt & Taggart
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი