მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის, ფრანკფურტის, ევრონექსთის საფონდო ბირჟებზე ვარდნაა

621746a3d0cf3
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 12:49
1142
ევროპის ბაზრებზე ვარდნაა, ვაჭრობის პირველივე წუთებში ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი FTSE 100-ის ინდექსი დაეცა 2.7%-ით, საფრანგეთის ევრონექსთის მთავარი CAC ინდექსი 4%-ით და გერმანიის წამყვანი Dax 4%-ით დაეცა.

მანამდე ვარდნა იყო აზიის საფონდო ბირჟებზე, ჰონგ კონგის Hang Seng ინდექსი 3%-ით დაეცა. კორეის მთავარი ინდექსი Kospi 2,6%-ით დაეცა. იაპონურმა ინდექსმა Nikkei 225-მა თითქმის 2% დაკარგა. 

ამასთანავე, აშშ-ის აქციების ფიუჩერსებიც დაეცა: Dow-ს ინდექსის ფიუჩერსები 780 პუნქტით, ანუ 2.4%-ით დაეცა. S&P 500-ის და Nasdaq-ის ინდექსების ფიუჩერსები  შესაბამისად 2.3%-ით და 3%-ით დაეცა.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.