მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

609576e087e81
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 21:20
770
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 7.60%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.48 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატების კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 44 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 578.03 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 928 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთკვირიან მონაკვეთში 8.61%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ზრდის  შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა წინა კვირასთან შედარებით 47 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 545.78 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 419 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 5.68% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.95 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის გაზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 16 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 285.03 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 212 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart