მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა

609eb88e9476b
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.21 21:44
692
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.63%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10,86 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატების კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 22 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 598.99 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 279 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 0%-ით  შეიცვალა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ამჟამად 545.78 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 722 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 5.04% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.25 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის გაზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 15 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 299.40 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 459 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart