მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა

5e8e00921600f
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.20 21:24
3251
8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 4.86% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 97 პენსი ღირს. დღესვე, GHG-იმ 2019 წლის სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 13.3%-ით, 963.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 15.6%-ით, 61.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.93 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 9.64% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.29 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ღირებულების ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულმა წლიურმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი გასულ წელს 14.8%-ით, 1.473 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +2.37%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 7.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 0.47%-ით შემცირდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 1.97%-ით არის გაზრდილი.