მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა

5e9a0361a4922
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 23:20
2641
17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 2.78% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 92.5 პენსი ღირს. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 4.85%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.72 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 3.35% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.94 გირვანქა სტერლინგი გახდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +6.45%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 8.09 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 2.82%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 3.13%-ით არის გაზრდილი.