მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა

5ea721b982b19
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.20 22:13
1651
27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 0.71% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 85 პენსი ღირს. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 0.54%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.30 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 1.67% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.25 გირვანქა სტერლინგი გახდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +1.56%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 7.81 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 1.64%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 1.69%-ით არის გაზრდილი.