მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი ზრდას განაგრძობს

5e8f574867121
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.20 22:44
1500
9 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დღის ვაჭრობის შედეგად, ქართული კომპანიების ფასი საშუალოდ 5-7%-ით არის გაზრდილი. 

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 2.58% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 99.5 პენსი ღირს. გუშინ GHG-იმ 2019 წლის სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 13.3%-ით, 963.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 15.6%-ით, 61.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

BGEO-ს, ანუ "საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 3.12%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.93 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 2.46% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ღირებულების ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ჯგუფის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა წლიურმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავალი გასულ წელს 14.8%-ით, 1.473 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +10.07%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 8.09 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 2.93%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 3.44%-ით არის გაზრდილი.