მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი 20%-ზე მეტად გაიზარდა

5e7a3b0c2ad8a
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.20 20:38
3651
24 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

BGEO-ს აქციების ღირებულება მთელი 22%-ით გაიზარდა და ის ამჟამად 9.92 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

დღის განმავლობაში 20.47%-თ გაიზარდა TBC-ის აქციების ღირებულება და ის ამჟამად 7.65 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი, დღეს 22.7%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.54 გირვანქა სტერლინგი გახდა.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ღირებულების ზრდამ კი დღეს 5.26% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 0.76 გირვანქა სტერლინგი ღირს.

დღეს ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 9%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 8.37%-ით არის გაზდრილი.