29.ივლისი .2022 23:13

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა
views 1001
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 10.58%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 81 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 761.15 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 115,928 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 4.73%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.06 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 35 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 740.49 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 440,825 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 0.32% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 1 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 294.52 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 92,466 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა