მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

5faec6996ec51
BM.GE
13.11.20 21:29
1367
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. მეტიც, გასული კვირის ზრდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 17.22%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის ზრდის გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგით იმატა და ამჟამად 623.26 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 2,654,093 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება15.13%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 10.50 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 70 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 516.28 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1,934,223 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი13.76% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.51 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 215.81 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 940,530 გირვანქა სტერლინგი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.04 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.94%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -4.19%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $102.17 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.07%-ით არის შემცირებული.