მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მზარდია

5e67b80431d72
BM.GE
10.03.20 19:42
995
რეკორდული ვარდნის შემდეგ, 10 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასმა ზრდა დაიწყო. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, TBC-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა, BGEO-ს აქციების ფასი 1.29%-ით, CGEO-ს აქციების ფასი კი 0.81%-ით გაიზარდა.

ერთადერთი ქართული კომპანია, რომლის აქციების ღირებულებაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე შემცირდა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია (GHG), კომპანიის აქციების ფასმა დღეს 3.44%-ით შემცირდა. 

დღეს ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 0.11%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 0.46%-ით არის გაზდრილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გლობალურმა საფინანსო ბაზარმა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა.