მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

6001ddec4b10f
BM.GE
15.01.21 22:08
1132
გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება შემცირდა.

სავარაუდოდ ეს კლება ბირჟის საერთო ინდექსების შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, ლონდონის წამყვანი FTSE 100-ის ინდექსი მიმდინარე კვირაში 2%-ით შემცირდა, FTSE 250-ის ინდექსმა კი 2.1%-ით იკლო. ქართული კომპანიები, სწორედ ამ ინდექსში შედიან. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.21%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13.08 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლების გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 9 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 721.44 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 773 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

BGEO-ს აქციების ღირებულება 7.14%-ით  შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.96 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 40 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 588.07 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 835 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 2.16% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.44 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 260.60 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 508 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.