მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ნაწილის ფასი გაიზარდა

5e7b8a74a1a1c
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 20:42
1607
25 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების ნაწილის აქციების ფასი გაიზარდა.

BGEO-ს აქციების ღირებულება 6.40%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 10.55 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ღირებულების ზრდამ კი დღეს 6.12% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 0.78 გირვანქა სტერლინგი ღირს.

დღის განმავლობაში 3.23%-თ შემცირდა TBC-ის აქციების ღირებულება და ის ამჟამად 7.50 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი, დღეს 2.11%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.65 გირვანქა სტერლინგი გახდა.

დღეს ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდიდნენ, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 3.46%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 4%-ით არის გაზდრილი.