23.ოქტომბერი .2020 22:13

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა

views 335
უკან

საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 2.11%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 9.66 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის ზრდის გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 11 მილიონი გირვანქა სტერლინგით იმატა და ამჟამად 532.81 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,081,999 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება 3.25%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.20 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 15 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 452.36 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 446,823 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 2.24% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.94 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 188.50 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 160,746 გირვანქა სტერლინგი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა. 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.11 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.05%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -4.56%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.55 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.70%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა